აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სტუმრობა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრში“...
ა(ა)იპ “აგროსერვის ცენტრში”, აჭარის მასშტაბით 5 მუნიციპალიტეტსა და ბათუმის თვითმმართველობაში 1 აპრილიდან საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები შეიქმნა. თითოეულ სამსახურში დარგის 4-5 სპეციალისტია დასაქმებული, სპეციალისტები შეირჩნენ კონკურსის წესით, სადაც მონაწილეობდნენ აგრონომიის, ვეტერინარიის, ზოოტექნიკის, აგროინჟინრის და ფინანსისტის დარგის სპეციალისტები. გამარჯვებულებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე შეხვდა. საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურებმა მუნიციპალურ დონეზე უნდა გაატარონ სამინისტროს აგრაული პოლიტიკა, სამსახურებმა მოსახლეობას უნდა შეუქმნან ადგილებზე ხელშემწყობი პირობები სოფლების სპეციპიკურ თავისებურებათა გათვალისწინებით აგროსექტორის დარგების განვითარებისათვის, რისთვისაც მიზანმიმართული და სისიტემური კონსულიტერებით უნდა ამაღლდეს სასოფლო განათლება. მათ უმთავრესად უნდა მიაღწიონ ინდივიდუალურ ფერმერთა და აგრომეწარმეთა კონსოლიდაციას სასოფლო–სამეურნეო გაერთიანებებისა და კოოპერატივების შექმნის გზით. საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურებს გადაეცათ მაღალი გამავლობის ავტომობილები, კომპიუტერული ტექნიკა და საოფისე ინვენტარი.