კომპანია „კავკასიის გენეტიკის“ პრეზენტაცია...
პრტეზენტაცია ეხებოდა კავკასიის გენეტიკის საქმიანობებს, პროდუქტებს და მომსახურებას, რომელიც საჭიროა მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერებისათვის. პრეზენტაციაზე განხილული იქნა სამომავლო გეგმები, ახალი შეთავასებები და გზები საქართველოს მეცხოველეობის სექტორის განვითარებისათვის. აღნიშნული პრეზენტაციის დიდი წილი დაეთმო ხელოვნური განაყოფიერების დანერგვას. მის უპირატესობებს და აუცილებლობებს. ხელოვნური განაყოფიერების შედეგად მიღებული ჯიშებისა და მათი შესაძლებლობების გაცნობას. თუ როგორ უნდა ავიცილოთ ბუნებრივი განაყოფიერების შედეგად მიღებული ზიანი და გავზარდოთ შემოსავლები. პრეზენტაციის მეორე, მთავარი თემა შეეხებოდა ცოცხალი პირუტყვის იმპორტს ევროპიდან. განხილული იქნა 3 ტიპის, მეხორცეული, მერძეული და კომბინირებული ჯიშების უშობელი საქონელი. პრეზენტაცია ჩაატარა კავკასიის გენეტიკის ექსპერტმა გიორგი ხატიაშვილმა და კავკასიის გენეტიკის გენერალურმა მენეჯერმა დიმიტრი კვირიკაშვილმა.