ფერმერთა სწავლება–კონსულტირების პროგრამა გრძელდება...
ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის თემში გაიმართა მორიგი შეხვედრა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე ფერმერთა სწავლება–კონსულტირების განხრით.
წარმოდგენილი თემები:
1) ფურის სარძეო პროდუქტიულობაზე მოქმედი ფაქტორები;
2) ცხოველთა ინვაზიური დაავადებები (ფასციოლოზი, დიქტიოკაულოზი);
3) ერთწლიანი კულტურების (პომიდორი, კიტრი,ბადრიჯანი,ბულგარული წიწაკა) მოვლა მოყვანის პროგრესული მეთოდების გაცნობა;
4) ხეხილის ნარგავების წამლობა კოკციდების წინააღმდეგ;
5) ხილ–კენკროვნების და კენკრას გადამუშავების საკითხები, აგროსერვის ცენტრის გადამუშავების კონსოლიდირებული საწარმო – გეგმები, პერსპექტივები, სერვისი.