აგროსერვის ცენტრში ვაზის რეალიზაცია დაიწყო.
🇬🇪 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
✅ აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრში ვაზის ნერგების რეალიზაცია დაიწყო.
გაყიდვების პროცესს აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილი და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე დაესწრნენ.
✅ მიმდინარე წელს აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში სარეალიზაციოდ წარმოებულია 40000 ვაზის ნერგი.
✅ საღვინე ვაზის ჯიშებიდან სარეალიზაციოდ წარმოდგენილია: ჩხავერი, ცოლიკოური, ოჯალეში, ალექსანდროული, უსახელოური.
სასუფრე ჯიშები: პრიმა, იტალია, კარდინალი .
ვაზის ნერგის ღირებულება 3 ლარი.
✅ ვაზის ნერგების შეძენა შესაძლებელია გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე 10:00 -დან 16:00 საათამდე.