9 - 10 ივნისს, ქალაქ ბათუმში ევროპის მოედანზე აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი აგრარული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გამართავს. ღონისძიება ევროპის მოედანზე მიმდინარე წლის ბოლომდე 12 ჯერ (თანმიმდევრულად 2 კალენდარული დღე, შაბათი-კვირა) გაიმართება .ეს არის უნიკალური შანსი ქართული ნატურალური პროდუქციის პოპულარიზაციის, თვალსაჩინოდ წარმოჩენის და რეალიზაციისთვის . როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ასევე უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ფერმერებისგან შეიძინონ ნატურალური პროდუქტი ,რომლებიც აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან სპეციალურად გამოფენა-გაყიდვის ღონისძიებაზე ჩამობრძანდებიან.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება :
რძის პროდუქცია ( რძე,კარაქი, ნადუღი, ყურუთი) თაფლი, ( აჭარის რეგიონში წარმოებული საუკეთესო ხარისხის თაფლის პროდუქცია ) არაყი, ღვინო, ბოსტნეული, ხილი, ჯემები, წვენები, ხორც პროდუქცია . გამოფენაზე-გაყიდვაზე იქნებიან ფერმერები, რომლებიც არიან დაკავებული მეფრინველეობით ( მწყერი, ქათამი ), მეთევზეობით.
ღონისძიების მხარდამჭერია არასამთავრობო ორგანიზაცია CENN და CARITAS. ორგანიზაციები ფერმერებს გამოფენა-გაყიდვისთვის საჭირო ნივთების შეძენაში, პროდუქციის დაბრენდვაში, ეტიკეტის და სავიზიტო ბარათების დამზადებაში დაეხმარებიან.