აგროსერვის ცენტრის გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში ხეხილის გასხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებით ტრეინინგი ჩატარდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, მეხილეობა - მევენახეობის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ზვიად ბობოქაშვილი აგროსერვისცენტრის გვარა - ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას სტუმრობდა. ბობოქაშვილი სანერგეებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და აგრონომებსა და ფერმერებს შეხვდა, რომლებსაც ხეხილის ბაღებში გასხვლა - ფორმირების შესახებ ჩაუტარა პრაქტიკული და თეორიული სწავლება. ტრეინინგს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე და მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ესწრებოდა.
ზვიად ბობოქაშვილმა აგროსერვისცენტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა.