მაღალმთიან აჭარაში ფერმერებს ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთები გაუშენდათ
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრი „ენპარდ აჭარა“-ს პროექტის ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში ნივრის სადემონსტრაციო-საკვლევი ნაკვეთების გაშენებას იწყებს. დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ აბულაძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის თავმჯდომარე მერაბ აბაშიძე ნიორის დარგვის პროცეს ხულოში, ფერმერ ბიძინა შავაძის სადემონსტრაციო ნაკვეთზე დაესწრნენ, სადაც 1 500 მ2 მიწის ფართობზე 250 კგ ნიორი დაითესა. ფერმერი მომავალ წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე 2 ტონამდე ნივრის მოსავალს აიღებს. ბიძინა შავაძის, გარდა ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთები ქედა, შუახევსა და ხულოში 6 ფერმერს უშენდება.
„ენპარდ აჭარა“-ს პროგრამის ფარგლებში აგროსერვის ცენტრი მაღალმთიან რაიონებში სადემონსტრაციო ნაკვეთების სახით მაღალმპროდუქტიულ, უკრაინული ჯიშის ნიორი შეაქვს. პროგრამის მთლიანი ღირებულება 15 800 ლარს შეადგენს. მისი მიზანი რაიონებში ნივრის ახალი, მომგებიანი ჯიშების შეტანა და დანერგვაა. აგროსერვის ცენტრის მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებული ნიორის ჯიში რეგიონისთვის ახალია, რის გამოც სადემონსტრაციო ნაკვეთების მფლობელი ფერმერები წინასწარ გადამზადდნენ მისი მოვლა-მოყვანისა და დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ. მათი შერჩევა სპეციალური კომისიის მიერ სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდა.
“ნიორი ერთწლიანი კულტურაა და ის მაღალმთიან აჭარაში ტრადიციულად მოყავთ. თუმცა ჩვენს მიერ რაიონებში შეტანილი ნივრის ჯიში მაღალმპროდუქტიულობით გამოირჩევა. ამ კულტურისგან ფერმერებს კარგი მოგების მიღება შეუძლიათ. ჩვენ მიზანი ნივრის ახალი ჯიშის რაიონებში დანერგვაა, რათა სამომავლოდ ფერმერებმა ზამთრობით გამოუყენებელი ტერიტორიები აითვისონ და იქ ეს კულტურა გააშენონ. გარდა პროდუქციის რელიაზაციისა, ჩვენი მიზანია ფერმერებმა სადემონტრაციო ნაკვეთებში ნივრის კარგი სათესლე მასალაც აწარმოონ, რაც სამომავლოდ ამ კულტურის გავრცელებას შეეწყოს ხელი,“ განცხადა აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.