ქობულეთში ფერმერებს ინკუბატორი და პირუტყვის საკვების დამქუცმაცებელი გადაეცათ
,,ENPARD AJARA “ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პროგრამის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და აგროსერვის ცენტრმა ქობულეთში ფერმერებს ავტომატურ მულტი - ფუნქციური მიკროკომპიუტერული ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილი ინკუბატორი და პირუტყვის საკვების დამქუცმაცებელი, უნივერსალური საოჯახო დანადგარი გადასცა. პროექტი ხელს შეუწყობს მეფრინველეობისა და მეცხოველების დარგების განვითარებას აჭარის რეგიონში.