ტრენინგი ფერმერებისათვის
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერმა დავით ზირაქაშვილმა, ,,აგროსერვისცენტრის“ ექსტენციისა და საკონსულტაციო განყოფილების კონსულტანტებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის ფერმერებთან შეხვედრა - ტრენინგი მევენახეობა - მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიების საკითხებთან დაკავშირებით გამართა. შუახეველმა ფერმერებმა დაწვრილებით მიიღეს ინფორმაცია ვენახის გაშენებისა და ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიებზე. მსგავსი ტიპის შეხვედრა - ტრენინგები ხელს შეუწყობს რეგიონში მევენახეობის განვითარებას.