ფერმერული მეურნეობის მონახულება
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტები აგრძელებენ აგრომომსახურების ბარათის მფლობელი ფერმერების მეურნეობების მონახულებას. სპეციალისტებმა ამჯერად ფერმერ როსტომ ფაღავასა და ასლან ქიქავას მეურნეობა მოინახულეს. მათ სპეციალისტთა რეკომენდაციის შესაბამისად ჩაატარეს ბოსტნეული კულტურების ( პომიდორი, კიტრი, წიწაკა) წამლობითი ღონისძიებები და უკვე მოსავალიც აიღეს. სპეციალისტების მიერ ციტრუსოვანი ნერგების ვიზუალური დათვალიერების შედეგად კი , ნარგავებზე აღმოჩენილი იქნა მავნებელ დაავადებათა ცალკეული კერები, რის გამოც სპეციალისტთა რეკომენდაციით, ფერმერებმა პროფილაქტიკის მიზნით 10 ოქტომბრამდე უნდა მოახდინონ მინერალური ზეთის ემულსიით, ინსექტიციდითა და ფუნგოციდის კომბინირებული ნარევით ციტრუსთა წამლობა.