აგროსერვის ცენტრი ფერმერთა აგროსერვისული მომსახურების პროექტს იწყებს
აგროსერვის ცენტრმა ფერმერთა აგროსერვისული მომსახურების პროექტი დაიწყო, რაც ფერმერთა საპილოტე მეურნებების განვითარებასა და მათგან მაქსიმალური მოგების მიღებას ითვალისიწინებს. პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში 50-მდე ფერმერია შერჩეული. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები მათ ფერმერული მეურნეობების მართვა-დაგეგმვის შესახებ კონკრეტულ მითითებებს აძლევენ. კერძოდ, კი აწვდიან რეკომენდაციებს არსებული კულტურების ჯიშთგანახლების, აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებისა და ფერმერული მეურნეობის რენტაბელურ მეურნეობად გარდაქმნის შესახებ. პერიოდულად განხორციელდება მონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. წლის ბოლოს კი მიღებულ შედეგებს პროექტის დაწყებამდე არსებულ შედეგებთან შეადარებენ. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა გაითვალისწინოს სპეციალისტების რჩევები და გახადოს საკუთარი ფერმერული მეურნეობა შემოსავლიან საქმედ.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების კონსულტანტებმა სოფელ განთიადში აგროსერვისული მომსახურების ბარათის მქონე ფერმერები მოინახულეს. ფერმერულ მეურნეობებში წამლობათა ღონისძიებების არასრულყოფილად ჩატარების გამო ციტრუსოვანთა ნარგავებზე მწერებითა და სოკო ორგანიზმებით მიყენებული დაზიანებები შეიმჩნეოდა და სპეციალისტებმა მგდომარეობის გამოსასწორებლად ფერმერებს რეკომენდაციები მიაწოდეს. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები საპილოტე ფერმერული მეურნეობების მფლობელებს ყველა მუნიციპალიტეტში სტუმრობენ და მათ მეურნეობის განვითარებაში ეხმარებიან.