ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ბონი-გოროდოკის უბნის მოსახლეობას შეხვდნენ
ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ქ. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მორიგი შეხვედრა ბონი-გოროდოკის უბნის მოსახლეობასთან გამართეს. შეხვედრა ძირითადათ გაცნობით ხასიათს ატარებდა. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამებისა და რეგიონში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესახებ მიაწოდეს. განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი უბნის მცხოვრებლებმა აჭარის სოფლის მეურენობის სამინიტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში „ბოსტნეული კულტურების ელიტური სარგავი მასალით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგრამის მიმართ გამოხატეს. შეხვედრას ბონი-გოროდოკის უბნის რწმუნებული და გამგეობის თანამშორმლებიც ესწრებოდნენ.