ფერმერთა სწავლება–კონსულტირების პროგრამა გრძელდება...
შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა მორიგი შეხვედრა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე ფერმერთა სწავლება–კონსულტირების განხრით.
წარმოდგენილი თემები:
1 . მეცხოველეობაში არსებული დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჩასატარებელი პროფილაქტიკური ღონისძიებები;
2 . პირუტყვის კვება (ბალანსირებული კვების მნიშვნელობა, ულუფის შედგენის წესი, ნორმით გათვალისწინებული ნივთიერებების მნიშვნელობა საკვების ოდენობისა და კვების პრინციპების განსაზღვრისას;
3 . პერსპექტიული თესლოვანი და კურკოვანი ხეხილისა და კენკროვნების ჯიშების გაცნობა და მათი სარგავი მასალების გამოყვანის შესახებ;
4 . ხეხილის ნარგავებში გავრცელებული კოკციდები და მათ წინააღმდეგ ქიმიური ბრძოლის ღონისძიებანი;
5. ხილ–კენკროვნების, კრეფის, დაფასოებისა და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების განხილვა „აგროსერვის ცენტრის“ ნაყოფის გადამუშავების კონსოლიდირებული საწარმოს მაგალითზე (გეგმები პერსპექტივა და სერვისი).