1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სასწავლო კურსის (ტრეინინგი) მონაწილეთა შერჩევა...

                 

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,აგროსერვის ცენტრის’’ მსხვიფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური  განაყოფიერების სასწავლო კურსის (ტრეინინგი) მონაწილეთა შერჩევის  გავლის წესის შესახებ

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,აგროსერვის ცენტრის’’ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სასწავლო კურსის (ტრეინინგი) მონაწილეთა შერჩევის  გავლის წესის შესახებ’’ ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის’’ დირექტორის 2013 წლის 29 იანვრის №23 ბრძანების  შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ,,აგროსერვის ცენტრი’’ აცხადებს კონკურსს სასწავლო კურსის (ტრეინინგი) მონაწილეთა შესარჩევად.

1.სასწავლო კურსის (ტრეინინგი) გავლის მსურველი უნდა იყოს ვეტერინარი ექიმი, ზოოტექნიკოსი, ვეტ ფერშალი ან მთესლავ ტექნიკოსი (უპირატესობა ენიჭება ხელოვნურ განაყოფიერებაში გამოცდილ სპეციალისტებს).

2. მონაწილეთა შერჩევა გაიმართება  ერთ ეტაპად გასაუბრების ფორმით, ზოგადი თემატიკის ცოდნაში: ვეტერინარია – მეცხოველეობა.

3.სასწავლო კურსის (ტრეინინგი) გავლის სურვილის მქონე კანდიდატმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,აგროსერვის ცენტრის’’ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სასწავლო კურსის (ტრეინინგი) მონაწილეთა შერჩევის წესის კომისიას უნდა წარუდგინოს კომისიის სახელზე შედგენილი განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

            ა) CV ან ავტობიოგრაფია;

            ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

            გ) დიპლომის ასლი;

            დ) 1 ფერადი ფოტოსურათი (3x4).

         შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს  დიპლომისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი. ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ დედანი დაუბრუნდება კანდიდატს.

            4. თეორიული სასწავლო კურსის (ტრეინინგი) ხანგრძლივობა შეადგენს 4 (ოთხი) დღეს, ხოლო  პრაქტიკული  სასწავლო კურსის (ტრეინინგი) ხანგრძლივობა შეადგენს 3 (სამი) დღეს. სასწავლო კურსი (ტრეინინგი)  უფასოა.

5. სასწავლო კურსის (ტრეინინგი)  მიზანს წარმოადგენს მთესლავ – ტექნიკოსების მომზადება, მათი პროფესიული და პრაქტიკული უნარ – ჩვევების გამომუშავება, სრულყოფა და დასაქმება.

6. სასწავლო კურსის (ტრეინინგი)  წარმატებით გავლის შემთხვევაში რამოდენიმე პირი დასაქმდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,აგროსერვის ცენტრის’’ მუნიციპალიტეტების (ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო) ხელოვნური განაყოფიერების სადგურებში.

            7.განაცხადები მიიღება 2013 წლის 5 თებერვლიდან 2013 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ,,აგროსერვის ცენტრის’’ ადმინისტრაციულ –  განყოფილებაში. მის: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. №46  II სართული.

 ტელ: (422) 27–98–00

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

,,აგროსერვის ცენტრი