ვიზიტი ხეხილისა და სარგავი მასალების ეროვნულ ცენტრში...
ხეხილოვნებისა და ვაზის სანერგე მეურნეობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დონეზე მოწყობის, განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით საგურამოში ვაზისა და ხეხილოვნების, სარგავი მასალების წარმოების ეროვნულ ცენტრს სტუმრობდა ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელობა. შეხვედრის დროს გაეცნენ სანრგე მეურნეობის საქმიანობას, პრაქტიკულ გამოცდილებას, ინოვაციებისა და ტექნიკის თანამედროვე საშუალებების პრაქტიკულად დანერგვის საკითხებს. ხეხილისა და სარგავი მასალების ეროვნულ ცენტრის დირექტორმა ბატონმა ლევან უჯმაჯურიძემ მზადყოფნა გამოთქვა პრაქტიკული დახმარება და თანადგომა გაუწიოს ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობის თანამედროვე სთანდარტების მიხედვით მოწყობისა და მისი შემდგომი განვითარების საქმეში. დაიგეგმა მისი ვიზიტი ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ სანერგე მეურნეობებში.