აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ნიადაგი უფასოდ მუშავდება
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)აიპ აგროსერვის ცენტრის "აგროსერვისის განვითარება რეგიონში" პროგრამის ფარგლებში, აჭარაში ფერემრებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დამუშავება უფასოდ ხორცილედება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ნიადაგის დამუშავების სამუშაო პროცესს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან, აგროსერვის ცენტრის დირექტორთან რაულ თავართქილაძესთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ზოიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ სახნავ-სათესი ფართობები უფასოდ დაამუშაონ.
მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში აჭარაში დამუშავდება 2200 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
დღეის მდგომარეობით დამუშავებულია 900 ჰა.
ნიადაგის უფასოდ დამუშავების პროგრამა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება აგროვადების დაცვით.