აგროსერვის ცენრში ვაზის ნერგების მყნობის პროცესი მიმდინარეობს
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი
„ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სანერგე და საჩითილე მეურნეობებში ნერგისა და ჩითილის წარმოება“ ქვეპროგრამის ფარგლებში გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში ვაზის მყნობის პროცესი დაიწყო.
სანერგე მეურნეობაში მიმდინარე ვაზის მყნობის პროცესს აგროსერვის ცენტრის დირექტორი, რაულ თავართქილაძე და დირექტორის მოადგილე მირზა სუქნიშვილი ადგილზე გაეცნენ.
მიმდინარე წელს გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნებაში მოხდება 10000 ცალამდე სხვადასვხა ჯიშის ვაზის ნერგის წარმოება.
ფერმერებსა და აგრომეწარმეებს მაისის თვეში შესაძლებლობა ექნებათ გვარა - ხუცუბნის სანერგე მეურუნეობაში შეიძინონ, როგორც საღვინე, ასევე სასუფრე ჯიშის ვაზის ნერგები.