მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
„მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“
აგროსერვის ცენტრი „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამას ახორციელებს.
ქვეპროგრამის ფარგლებში მეფუტკრე ფერმერებსა და მეწარმეებს აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსებით გადაეცემათ დადან-ბლატის ტიპის 10 ჩარჩოიანი სკები(კომპლექტი).
"მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა" ქვეპროგრამა ხორციელდება მეფუტკრეობის დარგის განვითარების, ფუტკრის ოჯახების გამრავლებისა და ამორტიზირებული სკების ჩანაცვლების მიზნით.
ქვეპროგრამის ფარგლებში აგროსერვის ცენტრის თანადაფინანსება შეადგენს დადან-ბლატის ტიპის 10 ჩარჩოიანი სკის (კომპლექტით) ღირებულების 70 %.
„მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით აგროსერვის ცენტრში განაცხადები მიიღება 2023 წლის 20 აპრილის ჩათვლით.