რაულ თავართქილაძე ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორად დაინიშნა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორად რაულ თავართქილაძე დაინიშნა. აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებს ახალი დირექტორი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ წარუდგინა. მინისტრმა ხაზი გაუსვა რაულ თავართქილაძის სამუშაო გამოცდილებას, პროფესიონალიზმს და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში. რაულ თავართქილაძე პროფესიით იურისტია. მას სხვადასხვა უწყებაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.