საქართველოში იაპონიის საელჩოსა და აგროსერვის ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
იაპონიის საელჩოსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა, საქართველოში იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP)“-ს გრანტი მოიპოვა.
საგრანტო პროგრამის ფარგელბში ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში, 1000 კვ/მეტრზე თანამედროვე სათბურ-იზოლატორები (სქრინჰაუსის) მოეწყობა.
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით წარდგენილი პროექტის მიზანია აჭარაში ციტრუსის მაღალხარისხიანი და უვირუსო სარგავი მასალის წარმოება
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ და აგროსერვის ცენტრის დიორექტორმა გოჩა ბერიძემ.
ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი, გიორგი სურმანიძე ესწრებოდა.
„ციტრუსი არის ჩვენი რეგიონისთვის სტრატეგიული კულტურა. აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომავალში დაგაგმილი აქვს, ხელი შეუწყოს ციტრუსოვენთა ბაღების გაშენებას, ხარისხიანი ციტრუსის წარმოებას და ტრადიციული ბაზრების დივერსიფიცირებას’’, - განაცხადა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ.
ბიოლოგიურად დაბერებული მანდარინის ბაღები არის მთავარი გამოწვევა მეციტრუსეობის დარგში, რაც ხელს უშლის ფერმერებს მაღალი შემოსავლის მიღებაში. აღნიშნული სათბურ-იზოლატორების მოწყობის შედეგად გაუმჯობესდება აგროსერვის ცენტრში გამოყვანილი სანერგე მასალის ხარისხობრივი მაჩვენებლები. ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სერტიფიცირებული, მაღალხარისხიანი და უვირუსო ციტრუსის ნერგები.