სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია" პროექტის (ფაზა 2) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსების ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა აგრარული მიმართულებით აგროსერვის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე, გაეროს განვთარების პროგრამის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცოდნისა და ინფორმაციის სისტემის მონაწილეებისთვის, ინფორმაციისა და ხარისხის სტანდარტზე, რომელიც "საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია" პროექტის ფარგლებში მუშავდება.
სოფლის მეურნეობაში ცოდნისა და ინფორმაციის სისტემა (AKIS) ერთმანეთთან აკავშირებს სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებსა და ინსტიტუტებს შემდეგი მიზნებისთვის :
ერთობლივი სწავლება, სოფლის მეურნეობის შესახებ ცოდნის, ინფორმაციისა და აგრო-ტექნოლოგიებიეს შექმნა, გაცვლა და გამოყენება, გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემების გადაჭრა, ინოვაციების დანერგვა.