ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა
🇬🇪 აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი.
ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა.
ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები თენგიზ ირემაძე, ზაზა დიასამიძე და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე საწარმოში მიმდინარე პროცესებს ადგილზე გაეცნენ.
აგროსერვის ცენტრის "სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა" საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საწარმო აღიჭურვა ხილის გადამამუშავებელი და საწარმოო პროცესებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებით.
საწარმოში მიმდინარეობს ჩირის, ტყლაპის, ცუკატის, ჩურჩხელის და თხილის წარმოება.
მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან ხილის გადამამუშავებელი საწარმო სრული სიმძლავრით ამოქმედდება.საწარმოში დასაქმებულია 40 ადამიანი.