საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარაში ციტრუსის სააკორდინაციო შტაბის საქმიანობას გაეცნო
✔️დღეს, აჭარის მთავრობის თვმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ციტრუსის სააკორდინაციო შტაბის საქმიანობას გაეცნენ.
✔️სტუმრებს მასპინძლობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე უწევდა. ტიტე აროშიძემ ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები სტუმრებთან ერთად განიხილა და შეაჯამა.
✔️მინისტრის განცხადებით, ,,ციტრუსზე გაზრდილია მოთხოვნა, შესაბამისად, გაიზარდა ფასებიც. მიმდინარე წელს ველოდებით 55 000 ტონა მანდარინს. დაახლოებით 70 % იქნება საექსპორტოდ გამზადებული.დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 8 000 ტონამდე მანდარინი. რამოდენიმე ქვეყანას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ელოდება მწარმოებლებიდან ციტრუსის გაგზავნას, იანვრის თვეში ძირითადი ნაწილი ექსპორტირებული იქნება“,- განაცხადა ტიტე აროშიძემ.
✔️ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,ქართული მანდარინი’’ დაათვალიერეს და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნენ. ,,ქართული მანდარინი’’ მიმდინარე წელს გეგმავს1000 ტონამდე სტანდარტულ ციტრუსის მიღებას. საწარმო ასევე, სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 2000 ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს, რომლისგანაც დაამზადებს კონცენტრირებულ წვენს.