აგროსერვის ცენტრში რთველი 2019 გაიმართა
✔️აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ღვინის სახლში, რთველი 2019 გაიმართა. ყურძნის კრეფაში და დაწურვაში მონაწილეობა მიიღო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.
✔️ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საინვესტიციო ფორუმის 10 უცხო ქვეყნის 20-მდე კომპანიის წარმომადგენლები, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელები, სტუდენტები, მოსწავლეები და საზოგადოების სხვა წევრები.
✔️რთველის პარალელურად ჩატარდა ჭაჭის გამოხდის, ჩურჩხელის და შოთის პურის ცხობის მასტერკლასები. ღონისძიებაზე განსაკუთრებულ საზეიმო განწყობას ქმნიდნენ სოლო შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეგორაფიული ანსამბლები.