ლადო აფხაზავამ აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობები მოსწავლეებთან ერთად დაათვალიერა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ლადო აფხაზავა მოსწავლეებთან ერთად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში იმყოფებოდა. სტუმრებს მასპინძლობა აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ გაუწია.
მოსწავლეებმა მოინახულეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობები. გაეცნენ აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლში ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, აგროსერვის ცენტრის აგრონომებმა მოსწავლეებს გააცნეს, სასათბურე მეურნეობაში ნერგების გამოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები. გოჩა ბერიძის განცხადებით აგროსერვის ცენტრი აქტიურად მუშაობას ზოგადსაგანმანათლებლო საკითხებზე, რომელიც მომავალ თაობებს გაუღვივებს ცოდნის გაღრმავების სურვილს სასოფლო-სამეურნეო დარგის მიმართულებით.