აგროსერვის ცენტრს "გაეროს ახალგაზრდული ანსამბლეას" დელეგატები ეწვივნენ.
,,გაეროს ახალგაზრდული ასამბლეას“ ახალგაზრდა დელეგატები, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში იმყოფებოდნენ. სტუმრებს მასპინძლობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე უწევდნენ.
✔დელეგატებმა მოინახულეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობები. გაეცნენ აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლში ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, აგროსერვის ცენტრის აგრონომებმა მოსწავლეებს გააცნეს, სასათბურე მეურნეობაში ნერგების გამოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები და მასტერ-კლასი ღვინის დაყენების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ტიტე აროშიძემ ახალგაზრდა დელეგატებს სერთიფიკატები გადასცა.
✔,,გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ გუშინ სასტუმრო შერატონში ოფიციალურად გაიხსნა. პროექტში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ათასამდე ახალგაზრდა მონაწილეობს.
✔პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა დელეგატები დაესწრებიან სესიებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე. ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან აჭარის სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს, სადაც გაეცნობიან მათი მუშაობის პრინციპებს. პროექტი აგრეთვე მოიცავს საგრანტო-სარეზოლუციო პროექტების კონკურსს. სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულ კონკურსანტს, რომლებიც მცირე გრანტის ფარგლებში განახორციელებენ სარეზოლუციო პროექტებს.