“ მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა”
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში “ მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა ” ქვეპროგრამის ფარგლებში კომისია შეიქმნა. კომისია მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით ქვეპროგრამის ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებს და სუბსიდიის გაცემის წესებს შეიმუშავებს. შემუშავებული წესის შესაბამისად განხორციელდება ბენეფიციართა შერჩევა სუბსიდიის გაცემის მიზნით. კომისიის წევრები არიან აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის “მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა” ქვეპროგრამას მირზა სუქნიშვილის უხემძღვანელებს. შეხვედრას აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე ესწრებოდნენ.