ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილი 42 ქართული წარმომავლობის ვაზი ართვინის, ტაოსა და შავშეთის რეგიონებში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით, 27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით თურქეთის რესპუბლიკაში ექსპედიცია ჩატარდა. ექსპედიცია აჭარაში და მის მიმდებარე რეგიონებში შემორჩენილი ვაზის ენდემური ჯიშების მოძიების , საკოლექციო ნაკვეთების გაშენების , მათი ჯიშობრივი იდენტიფიკაციისა და აგრობიოლოგიური ნიშანთვისებების გამოსავლენად განხორციელდა. ექსპედიციას ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა გოცირიძე , სოფლის მეურნეობის დოქტორები მერაბ არძენაძე და გია ჭანკურიძე ხემძღვანელობდნენ.
ართვინის, შავშეთისა და ტაოს რეგიონებში შემორჩენილი ვაზის ენდემური ჯიშებიდან 42 სხვადასხვა ჯიშისა და ფორმის საკალმე მასალა შეგროვდა.
ექსპედიციის მონაწილებმა 3 დღიანი სამუშაოების შედეგად თურქეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი ქართული წარმოშობის ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული აღწერა განახორციელეს.