ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის, ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში საადრეო მანდარინი დაიკრიფა
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის საკოლექციო-სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინი დაიკრიფა. მანდარინის კრეფის პროცესში მონაწილეობა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ, დირექტორის მოადგილეებმა ლევან ბოლქვაძემ, იოსებ აბულაძე, აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებმა და მეციტრუსე ფერმერებმა მიიღეს. ჩაქვის სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობაში ციტრუსოვანთა-სადედე საკოლექციო ციტრუსის სხვადასხვა ჯიშები 12,2 ჰექტარზეა გაშენებული. მიმდინარე წელს ფერმერებზე გასაცემად მზად არის 35000 მდე ციტრუსის ნერგი.მათ შორის მანდარინი 25000 მდე ძირი, 15 ათასი ლიმონისა და ფორთოხლის ძირი. მიღებულ ნერგებს 2018 წლის შემოდგომაზე სამინისტრო ფერმერებს შეღავათიან ფასად მიაწვდის. აგროსერვის ცენტრში ელოდებიან 22 ტონამდე ციტრუსის მოსავლის აღებას.