გოჩა ბერიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გაფართოებულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა
2018 წლის 26 ივლისს ქ.თბილისში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენა-რეაბილიტაციის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მეცნიერებათა აკადემიის გაფართოებულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე. გოჩა ბერიძემ ისაუბრა აჭარის რეგიონში მეაბრეშუმეობის არსებულ მდგომარეობაზე და განვითარების პერსპექტივებზე. პრეზენტაცია გამართა მიმდინარე წელს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და აჭარაში 30 წლიანი პაუზის შემდეგ მიღბული პირველი აბრეშუმის ძაფის ნაწარმის თაობაზე.
სხდომას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე უძღვებოდა.