ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ მეფუტკრეებს და თაფლის მწარმოებლებს აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა გააცნო
საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მეფუტკრეებთან და თაფლის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ფერმერებს და მეწარმეებს აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა გააცნო, რომელიც “სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის” პროექტის (AMMAR) ფარგლებში ხორციელდება. შეხვედრაზე გოჩა ბერიძემ ისაუბრა პროექტის მიზნებზე, კომპონენტებზე და პროექტის პრიორიტეტებზე.
პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, რომელსაც ა(ა)იპ “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო” “ერთიანი აგროპროექტების” ფარგლებში ახორციელებს.