აგროსერვის ცენტრში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო.
სოფლის მეურნეობის დარგში, კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების,პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(აი)პ აგროსერვის ცენტრში ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად, 6 თვის ვადით მიღებულ იქნება, უმაღლესი განათლების მქონე პირები ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.
აგრონომიის მიმართულება-3 ვაკანსია
მესათბურეობა - 1 ვაკანსია
მცენარეთა დაცვა - 1 ვაკანსია
განაცხადის მიღება წარმოებს 2018 წლის 20 თებერვლიდან 2018 წლის 5 მარტის ჩათვლით.
კონკურსანტთა საბუთების რეგისტრაცია: www.hr.gov.ge