საგრანტო კონკურსი აჭარის რეგიონში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად
გაეროს განვითარების პროგრამა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ერთობლივი პროექტის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს, აჭარის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად. საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მოგებაზე ორიენტირებულ ფერმერთა ჯგუფებს და კოოპერატივების პოპულარიზაციას, მისცეს მათ შესაძლებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაზარდონ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა.
აღნიშნული საგრანტო კონკურსის ინსტრუქცია და განაცხადის ფორმები იხილეთ ბათუმის ბიზნეს განვითარების ცენტრის ვებგვერდზე www.bbi.ge, ან მიიღეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შემდეგ მისამართებზე: ქ. ბათუმი, კომახიძის ქუჩა N119, ტელ. 577 57 05 47, ან გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტში, მისამართზე: ქ. ბათუმი ვახტანგ გორგასალის ქუჩა N 52, ტელ 592 29 22 00.
განაცხადის მიღება იწარმოებს 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართებზე: გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტის ოფისი: ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N52. ან აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ქ. ბათუმი, კომახიძის ქუჩა N119