ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აზიური ფაროსანასთან ბრძოლოს ეფექტიან მეთოდებზე, მოსახლეობის ინფორმირება კონსულტირების მიზნით, დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის წარმოადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს აჭარის სოფილის მეურნეობის სამინისტროსა და (ა)იპ აგროსერვის ცენტრის თანამშრომლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მესხიძე და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე.
შეხვედრაზე მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას. შეხვედრის დასრულების შემდეგ, აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ, სურსათის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციტრუსოვანთა ნაკვეთებში ჩაატარეს მონიტორინგი, სადაც ამ დროისათის ფაროსანას კერები არ დაფიქსირებულა. აღნიშნულოი მონიტორინგი მომავალშიც გაგრძელდება.
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი ღონისძიებები რეგიონში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებდა. სამუშაოებს შპს "მექანიზატორი" ასრულებდა და რეგიონში მხოლოდ თხილის პლანტაციების შეიწამლა. ფაროსანას წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ჩატარდა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონში 3106 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.