სომხეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ვეტერინარებს ტრეინინგს უტარებენ
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტის ფარგლებში სომხეთიდან მოწვეული ექსპერტები და თბილისის აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ყურაშვილი ვეტერინარებს თეორიულ სწავლებას უტარებენ თემაზე: პირუტყვის ინფექციური დაავადებები.
ტრეინინგს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი, გოჩა ბერიძე, ასევე ადგილობრივი ვეტერინარები, ზოო ტექნიკოსები და პროექტში ჩართული ფერმერები ესწრებიან.
ავსტრიის განვითარების ფონდი (ADA), ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრთან და სომხეთის ფონდთან (CARD) ერთად ახორციელებს პროექტს „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში“, პროექტის მიზანია ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზე, მსხვილფეხა რქოსან ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებებზე ინფორმირებულობა, დაავადებათა დროული პრევენცია და კონტროლი. კერძო ვეტერინარული სერვისების და მართვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება.
პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ახალი ვეტერინარული სერვის ცენტრი, სადაც ფერმერებს შეუძლიათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პირუტყვის მკურნალობა, მედიკამენტების შეძენა, აღნიშნული ვეტერინარული კლინიკები აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინვენტარით.
სადემონსტრაციოდ შერჩეულ ფერმერებს უკვე გადაეცათ ხბოს ცივი მეთოდით გამოსაზრდელი გალიები და საკვები. ცხოველის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, დაბინავება და მოვლა, კვება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბალახის/საძოვარის განაყოფიერებაში, ამიტომ პროექტის ფარგლებში მაღალხარისხიანი ბალახის საძოვრებიც გაშენდა.