აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო
დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები დაიწყო.
ქიმიური წამლობა ტარდება პრეპარატი ,,ზონდერით’’ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით მიმდინარეობს. მავნებლის საწინააღმდეგოდ ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მიერ უფასოდ შეიწამლება 3750 ჰექტარი. სამუშაოებს შპს "მექანიზატორი" განახორციელებს და რეგიონში მხოლოდ თხილის პლანტაციები შეიწამლება.
აღნიშნულ ღონისძიებას 29 ერთეული სპეცტექნიკა ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერმერებს მოემსახურება, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება. ფერმერებს საშუალება მიეცემათ უზრუნველყონ სასოფლო–სამეურნეო კულტურის მავნებელ–დაავადებების ეფექტური კონტროლი და მცენარეთა დაცვის საშუალებებით შეძლებენ მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებას.