ვეტერინარული კლინიკის გახსნა
დღეს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგეს მიმდებარე ტერიტორიაზე ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა. კლინიკის მშენებლობა განხორციელდა პროექტ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ ფაზა 2ის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და CARD ცენრის დახმარებით.
„ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა, სადაც ყველაფერი იქნებოდა გათვალისწინებული ცხოველების და მათი მფლობელების კომფორტისთვის. ჩვენს გეგმებში შედის, ტექნიკური ბაზის რეგულარული განახლება, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ახალი მეთოდების შესწავლა და დანერგვა, ცოდნის სრულყოფა.
კლინიკა 60კვ.მ-ია და მასში განთავსებულია აფთიაქი, ლაბორატორია, საოპერაციო და შეხვედრების ოთახები. მისი გახსნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების - მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში მოხდა. კლინიკის მშენებლობის ბიუჯეტი 49 500 ლარია.
კლინიკის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში-ვახტანგ მშვიდობაძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი, გოჩა ბერიძე, ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე.