,,აგროსერვის ცენტრი’’ აცხადებს კონკურსს სტაჟირების გასავლელად
დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, სტუდენტებს შეხვდა და აგროსერვის ცენტრის მიერ გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ გააცნო ინფორმაცია. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ნათია წიკლაშვილი, აგრარული ფაკულტეტის დეკანი, ლექტორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
,,აგროსერვის ცენტრში’’ სტაჟირების გასავლელად 6 თვის ვადით მიიღება უმაღლესი განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აგრარული მიმართულების სტუდენტი, სულ 10 სტაჟიორი. მათ შორის: ა) ზოგადი აგრონომიის მიმართულება-3 სტუდენტი ბ) მცენარეთა დაცვა-2 სტუდენტი; გ) მესათბურეობა-2 სტუდენტი; დ) მექანიზაცია-2სტუდენტი; ე) ვეტერინარია-1 სტუდენტი; სტაჟირების გავლის სურვილის მქონე კანდიდატმა ა(ა)იპ – ,,აგროსერვის ცენტრის’’ სტაჟირების კომისიას უნდა წარუდგინოს კომისიის სახელზე შედგენილი განაცხადი, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) CV ან ავტობიოგრაფია;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
დ) 1 ფერადი ფოტოსურათი (3–4);
ე) რეკომენდაცია დეკანატიდან;
ვ) სტუდენტის აქტივობები (რეფერატები; კონფერენციებში მონაწილეობა და ა.შ)
ზ) სასურველია უცხო ენების ცოდნა
სტაჟირების მიზანს წარმოადგენს კვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ – ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა. სტაჟირება გულისხმობს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირებულ დროებით, ანაზღაურებად საქმიანობას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორი დადგენილი წესით მიიღებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს.
განაცხადების მიღება წარმოებს 2017 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 10 აპრილის ჩათვლით, ,,აგროსერვის ცენტრის’’ ადმინისტრაციულ – ფინანსურ განყოფილებაში. მის: ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. №46ა II სართული.