პრაქტიკული და თეორიული სწავლება ვეტერინარებისათვის
ავსტრიის განვითარების ფონდი (ADA), ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრთან და სომხეთის ფონდთან (CARD) ერთად პროექტის „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში“, ფარგლებში მოწვეული ექსპერტები ვეტერინარებს თეორიულ სწავლებას უტარებენ თემაზე: პირუტყვის ჩლიქების დამუშავება; პირუტყვის რქის მოჭრა. სწავლება 2 დღე გაგრძელდება და პრაქტიკულ მეცადინეობასაც მოიცავს.
ტრეინინგს ესწრებოდნენ, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი, გოჩა ბერიძე, ასევე ადგილობრივი ვეტერინარები და ზოო ტექნიკოსები.