ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანიის La encina-ს წარმომადგენლები ესტუმრა.
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს სამუშაო ვიზიტით ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანიის La encina-ს წარმომადგენლები ესტუმრა. ესპანელ სტუმრებს აჭარის სოფლის მეურნეობის მენისტრი, ლაშა კომახიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, La encinas-ს სანერგე კომპანიის წარმომადგენელმა გვარას და ჩაქვის ციტრუსის, ვაზისა და ხეხილის მეურნეობის კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერე და ადგილზე გაეცვნენ მიმდინარე კვლევებს.
შეხვედრაზე მხარეებმა მეხილეობისა და მემცენარეობის მიმართულებებით ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოების, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელება განიხილეს და თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.