ფირზე ასახული ციტრუსი
აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის გაზრდის მიზნით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტის ორგანიზებით ხორციელდება პროექტი, სადაც ფოტოგრაფი ლეკო ჭყონია, ფირზე ასახავს აჭარის რეგიონის სხვადასხვა ლოკაციას. პროექტის თემებიდან ერთ-ერთი სოფლის თემაა. გადაღებამ სტარტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტუსის მეურნეობაში აიღო, სადაც ძირითადი ყურადღება ადგილობრივი ციტრუსის წარდგენას დაეთმო.
გადაღებები 1 დღის განმავლობაში გაგრძელდა.