ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში სანერგეს შემდგომი განვითარების გეგმის შემუშავების კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობაში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და სანერგეს შემდგომი განვითარების გეგმის შემუშავების მიზნით კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე და კომისიის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა სანერგეში ნაკლებ პერსპექტიული ციტრუსის სახეობებისა და ჯიშების შემდგომში პერსპექტიული ჯიშებით ჩანაცვლების საკითხი. კომისია აგრძელებს მუშაობას საკითხის გადაწყვეტისათვის.