მთავრობის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის მინისტრი მეციტრუსე ფერმერებს შეხვდნენ
აჭარის ა.რ თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში ოქროს რთველის სამზადისთან დაკავშრებთ რეგიონის მეციტრუსე ფერმერებს შეხვდნენ და აგროსერვის ცენტრში მანდარინის საადრეო ჯიშების: ნიჩინანისა და იურა ვასეს მოსავლის კრეფის პროცესს დაესწრნენ. ჩაქვის სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობაში ციტრუსოვანთა- სადედე და საკოლექციო ციტრუსის სხვადასხვა ჯიშის ნარგაობები 12,2 ჰექტარზეა გაშენებული. მიმდინარე წელს ფერმერებზე გასაცემად მზად არის 7000 ძირზე მეტი მანდარინის სტანდარტული ნერგი.
აღნიშნულ სანერგე მეურნეობაში მიმდინარე წლის აგვისტოში დაიმყნო 1600 ძირზე მეტი ნერგი, მათ შორის: მანდარინი 9660 ცალი შემდეგი ჯიშები: ოკიცუ ვასე, მიხო ვასე, ნიჩინანი, საცუმა, ტაგუჩი ვასე, ეუნო ვასე, მიაგავა ვასე და ტიახარა უნშიუ. ლიმონის 2300 ცალი: მეიერი, კარა, ქართული ლიმონი; ფორთოხლის 1500 ცალი, მათგან ვაშინგტონ ნაველი და ნაველინა, გრეიფრუტის 180 ცალი, სტარ რუბი და რიო რედი. მიღებულ ნერგებს 2017 წლის შემოდგომაზე აგროსერვის ცენტრი ფერმერებს შეღავათიან ფასად მიაწვდის.