1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს ერას შავი ზღვის სამიტის დელეგანტები ესტუმრა.

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს ერას შავი ზღვის მე-6 სამიტის  დელეგანტები ესტუმრა. სტუმრებს აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იოსებ აბულაძემ უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში დელეგანტებმა დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, გაეცვნენ ქართული ტრადიციით ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, ჩატარდა თონის პურის ცხობის  მასტერკლასი. ვიზიტი აგროსერვის ცენტრში ღვინის დეგუსტაციით დასრულდა. 

ერას სამიტი 15 სექტემბერს გაიხსნა, 2 დღის განმავლობაში გაუზიარებენ ქართულ მხარეს თავიანთ გამოცდილებას და განიხილავენ რეგიონის ძირითად გამოწვევებს. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ისაუბრებენ დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს შემდეგ თემებზე:

მეწარმეობა და ბიზნესი აგროსექტორში

ეკოლოგიური გამოწვევები შავიზღვისპირეთში