1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ინფო ტური

ქობულეთის ღვინის სახლში ტურ ოპერატორებისთვის და სასტუმროს წარმომადგენლებისათვის ინფო ტური ჩატარდა, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ხელმძღვანელობდა.  მან ღვინის სახლის და ა(ა)იპი აგროსერვის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოუწოდა ინფო ტურის მონაწილეებს აქტიურად ჩაერთონ აგროტურიზმის განვითარებაში და ხელი შეუწყონ მსგავსი პროდუქტების პოპულარიზაციას.

ღვინის სახლის სერვისებში შევა ტური ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარას ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში, ღვინის დაყენების ტექნოლოგიების გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია და შეძენა, მოეწყობა აჭარის აგრო- სასურსათო პროდუქციის საინფორმაციო ცენტრი, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობის მიღება ყოველდღიურ აგრო სამუშაოებში და შეიძნონ/დააგემოვნონ არსებული პროდუქტი, ყოველწლიურად მოეწყობა სხვადასხვა ფესტივალები. აქვე მოწყობილია სამუზეუმო კუთხე სადაც ხიხანის ციხეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ნივთების გაცნობა-დათვალიერებაა შესაძლებელი.