ბათუმში თაფლის ფესტივალი ჩატარდა
ბათუმის კოლონადებთან თაფლის ფესტივალი გაიმართა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პარატაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ გახსნეს.
აჭარაში მეფუტკრეობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და უნიკალური ტრადიციებით გამოირჩევა. დღევანდელი მონაცემებით, აჭარა თაფლის წარმოების მიხედვით, ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია საქართველოში. ადგილობრივი თაფლი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება, ვინაიდან მისი შეგროვება აჭარის რეგიონში არსებული ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფეროვანი გარემოდან ხდება. ფესტივალი მიზნად ისახავს, აჭარის როგორც მეფუტკრეობაში წამყვანი რეგიონის პოპულარიზაციას და მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას.
ფესტივალს ორგანიზებას უწევს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამა, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი