პრაქტიკული სწავლება ვეტერინარებისათვის
(ADC)-ის წარმომადგენლებმა, ავსტრიის განვითარების ფონდის თანამშრომლობით, ვეტერინარებს პრაქტიკული და თეორიული სწავლება ჩაუტარეს. შეხვედრას ასევე დაესწრო ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლევან ბოლქვაძე და ექსტენციის ცენტრის სამსახურის უფროსი მირზა სუქნიშვილი. პროექტი ავსტრიის განვითარების ფონდის თანამშრომლობით (ADC) ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრთან და სომხეთის ფონდთან (CARD) ერთად ახორციელებს აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას. პროექტის ბიუჯეტი 84500 ევროა და მისი მიზანია ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზე, მსხვილფეხა რქოსან ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებებზე ინფორმირებულობა, დაავადებათა დროული პრევენცია და კონტროლი. კერძო ვეტერინარული სერვისების და მართვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში გაიხსნება ახალი ვეტერინარული სერვის ცენტრები, სადაც ფერმერებს შეეძლებათ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პირუტყვის მკურნალობა, მედიკამენტების შეძენა, ვეტერინარული კლინიკები აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინვენტარით. სადემონსტრაციოდ აშენდება პირუტყვთა სადგომები. ცხოველის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, დაბინავება და მოვლა, კვება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბალახის/საძოვარის განაყოფიერებაში, ამიტომ პროექტის ფარგლებში გაშენდება მაღალხარისხიანი ბალახის საძოვრები.
ფერმერებსა და ვეტერინარებს, პროექტის ფარგლებში შუახევის სასაკლაოზე ჩაუტარდათ პრაქტიკული სწავლება საკეისრო კვეთასთან დაკავშირებით.