აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აგროსერვის ცენტრს ეწვია
დღეს, აგროსერვის ცენტრში სასუფრე ყურძენი პრიმა და კარდინალი დაიკრიფა. რთველში მონაწილეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ მიიღეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აჭარის სოფლის მეურნეობის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მუშაობას გაეცნო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა და აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ რეგიონის ხელმძღვანელს მიმდინარე პროექტების, სამომავლო გეგმების და მთავარი გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა 2013 წელს გაშენდა და მას ყოველწლიურად ემატება ყურძნის სხვადასხვა ჯიშები. ამ ეტაპზე სანერგეში 32-მდე ვაზის ჯიშია განთავსებული.
ასევე თავმჯდომარემ და მინისტრმა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლი მოინახულეს, რომელიც მალე გაიხსნება და შეძლებს სტუმრების მიღებას.