ინკუბატორების მონიტორინგი
აგროსერვის ცენტრის ექსტენციის სამსახურის თანამშრომლებმა აჭარაში „ენპარდ აჭარა“ პროგრამის ფარგლებში გადაცემული ინკუბატორების მონიტორინგი ჩაატარეს.
2014-2016 წლებში მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ხელშეწყობის მიზნით ფერმერებს 6 ცალი კომბინირებული საკვების საფქვავი დანადგარი, 20 ცალი ინკუბატორი და წიწილების გამოსაზრდელი გალიები გადაეცათ.