საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის არჩილ ყარაულაშვილის ვიზიტი ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა, სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორის მ/შ გიორგი ფარეშიშვილმა და ENPARD აჭარა პროექტის ასისტენტმა ვახტანგ კონცელიძემ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი მოინახულეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმოამდგენლები, ფერმერები და მეწარმეები. დელეგაციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე მასპინძლობდა.
არჩილ ყარაულაშვილმა წაიკითხა სემინარი რომელიც ეხებოდა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოციაციის ხელშეკრულებას, ინტეგრაციის პროცესის შეფასება და მოლოდინები - ეს იყო დღეს გამართული შეხვედრების მთავარი მესიჯები. რეინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები ცნობიერების ამაღლების მიზნით აჭარის მოსახლეობას ხვდებიან.
დელეგაციის წევრებს ჩაუტარდათ აგრო ტური რომლის ფარგლებშიც დაათვალიერეს ქობულეთის მუნიციპალიტეტისა (ა)იპ აგროსერვისცენტრში ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, სადაც გაეცვნენ სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობას სანერგეებისთვის, ასევე ENPARD-ის პროგრამის ინიციატივებს. დელეგაციამ ასევე მოინახულა მაღალ ტექნოლოგიური ტკბილი წიწაკის და მარწყვის სასათბურე მეურნეობა. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოთი გაუმასპინძლდა, მოეწყო აგროსერვისცენტრის ღვინის სახლში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია.
ბოლო სამი წლის მანძილზე, აგროსერვის ცენტრი სარგებლობს ევროკავშირისა და UNDP-ის მრავალმხრივი ხელშეწყობით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი მომსახურების სპექტრი და შექმნა პირობები ახალი სასოფლო- სამეურნეო ტექნოლოგიების გამოცდისა და ფერმერთა განათლებისათვის.